Wednesday, June 24, 2015

1.  პროექტის სახელწოდება: ყველაფერი ხელოვნების შესახებ

2.პროექტის მთავარი იდეა - მოსწავლეებმა ერთად გაიაზრონ და ერთმანეთს გაუზიარონ მათ მიერ დამოუკიდებლად მოძიებული მასალები და დიდი ადამიანების გამონათქვამები  ხელოვნების შესახებ.წარმოადგინონ ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები,საკუთარი ნამუშევრები და ისაუბრონ მათ შესახებ.

3.პროექტის აქტუალობა-თემა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც ხელოვნებამ უნდა გააკეთილშობილოს ადამიანები, მას არა აქვს საკუთრება, საზღვრები, ის ეკუთვნის ყველას და მისი ვალია თაობებს გადასცეს რაც, ყველაზე ჭეშმარიტი და ყველაზე არსებითია ეპოქისათვის. თაობების ვალი კი მისი დაცვა და გაფრთხილებაა.

4.პროექტის მიზნები: - საგაკვეთილო პროცესში მიღებული ცოდნის სისტემაში მოყვანა და სამყაროში ხელოვნების როლისა და დანიშნულების გააზრება. ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების , კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი მიდგომების უნარ-ჩვევების გამომუშავება.

5.მონაწილეთა ასაკი: 10-15 წელი

6.ვადების ხანგრძლივობა:  4 კვირა

7. მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები. რაც შეიძლება შეიქმნას:-სასწავლო ღონისძიება, პრეზენტაციები ---მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების გამოცდილებას, განიმტკიცებენ ურთიერთთანამშრომლობის ჩვევებს, გამოიმუშავებენ  კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი მიდგომების და პრეზენტაციის ჩატარების უნარ-ჩვევებს.

8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: - მოსწავლეთა მიერ დამოუკიდებლად მოძიებული მასალები (დიდი ადამიანების გამონათქვამები ხელოვნების შესახებ), საკუთარი ნახატებისა და ნამუშევრების შეგროვება, ხელოვნების ნიმუშებზე შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები.  ინტერნეტი,

9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)- აქტივობა 1. მოსწავლეები ეცნობიან  პროექტის თემას, მის აქტუალობას დღევანდელ ცხოვრებაში და მიზნებს. ინაწილებენ ფუნქციებს . (პირველი კვირა)
         აქტივობა 2.მოსწავლეები  დამოუკიდებლად მოიძიებენ მასალებს ხელოვნების შესახებ , აგროვებენ დიდი ადამიანების გამონათქვამებს.(პირველი კვირა)
         აქტივობა 3. მოსწავლეები ქმნიან საკუთარ ნამუშევრებს (მეორე კვირა)
         აქტივობა 4. მოსწავლეები ერთად აჯერებენ მოძიებულ მასალებს და ქმნიან ღონისძიების გეგმას.(მეორე და მესამე კვირა)
         აქტივობა 5. მოძიებული და შექმნილი ნამუშევრებით აფორმებენ საპრეზენტაციო დარბაზს (მეოთხე კვირა )
         აქტივობა 6. პროექტის პრეზენტაცია (მეოთხე კვირის ბოლო დღე)

10.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენასა და ლიტერატურასთან, ისტორიასთან, დაწყებითი კლასების კათედრასთან, ისტ-თან .

11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ლალი ოდიშელიძე

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: laliodishelidze1@gmail.com

13 პროექტის ვებ-გვერდი /ბლოგი:pirveli-gverdi.blogspot.com