გაკვეთილის გეგმა

 გაკვეთილის თემა

ვულკანის ფერფლში დამარხული ქალაქი
პედაგოგი
ლალი ოდიშელიძე
კლასი     - საფეხური
VII   კლასი    -  საბაზო
მოსწავლეთა რაოდენობა- პროფილი
2 მოსწავლე - სსსმ არ გვყავს
მიზანი
არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ძველი ცივილიზაციების ქალაქების მნისჰვნელობაზე მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების, საკუთარი ჩანაფიქრისადმი შემოქმედებითი მიდგომის უნარ-ჩვევების განვითარება
წინარე ცოდნა
მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია არქეოლოგების მიერ აღმოჩენილ არტეფაქტებზე და უნდა შეეძლოთ აზრის გამოთქმა სამარხებთან,საცხოვრისებთან, აგრეთვე ქალაქებთან დაკავშირებით
მუშაობის ფორმა
ინდივიდუალური, წყვილთან                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                         
შედეგი
ს.გ.VII.8-მსჯელობს,რა გაიგო ამა თუ იმ კულტურის შესახებ, მისი ხელოვნების ნიმუშების გაცნობით
ს.გ.VII. 11-ამოიცნობს ამა თუ იმ კულტურის ხელოვნების ნიმუშების ზოგიერთ დამახასიათებელ ნიშანს
ს.გ.VII.4- ხატავს გრძნობებით აღძრულასოციაციებსა და შთაბეჭდილებებს
საკლასო მენეჯმენტი
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა 1. ( 5 წუთი ) ვთავაზობ მოსწავლეებს იმსჯელონ არქეოლოგების მიერ აღმოჩენილ  არტეფაქტებზე,ისინი ინდივიდუალურად გამოთქვავენ აზრს სამარხებთან ,საცხოვრისებთან , აგრეთვე ქალაქებთან დაკავშირებითაც, რის შემდეგაც ვაცნობ გაკვეთილის თემას-ვულკანის ფერფლში დამარხული ქალაქი და ვთავაზობ წამოაყენონ ვერსიები მოცემული თემის ირგვლივ, შესაძლებელია ისინი ფლობდნენ  რაიმე სახის ინფორმაციას რომელიც ძველ რომაულ ქალაქ -პომპეის უკავშირდება.
   ამის შემდეგ ვთხოვ მოსწავლეებს  წარმოადგინონ ვულკანის ამოფრქვევა, გავარვარებული ლავისა და ფერფლის ქვეშ დამარხული ძველი რომაული ქალაქი და გამოთქვან მოსაზრებები თუ რას აღმოაჩენდნენ საუკუნეების შემდეგ არქეოლოგები აქ წარმოებული გათხრებისას.
აქტივობა 2. (10 წუთი) მოსწავლეები ეცნობიან საგაკვეთილო მასალას, ვიზუალურ მასალას და უზიარებენ  ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ,შემდეგ მათ ყურადღებას  ვამახვილებ რუსი ფერმწერის კარლ ბრიულოვის სურათზე „ პომპეის უკანასკნელი დღე „ და ვთავაზობ მათ  განიხილონ ეს სურათი (კომპოზიცია, განათების ეფექტი, ფიგურების გამომსახველობითობა და სხვა) რის შემდეგაც მოსწავლეებს ვთხოვ უპასუხონ ინტერაქტივის შეკითხვებს , სადაც ვფიქრობ გამოავლენენ სხვა საგნებში შეძენილ ცოდნას, კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარებს.
1.      იმსჯელეთ თუ რატომ იძლევა პომპეის გათხრები, რომში ჩატარებულ გათხრებთან შედარებით , ანტიკური ქალაქის შესახებ უფრო სრულ ინფორმაციას.
2.      იმსჯელეთ, რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ქალაქები ტურისტებისათვის. იცნობთ ტუ არა ასეთ ნაქალაქარებს საქართველოს ტერიტორიაზე და რა მხრივ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ამ ძეგლების პოპულარიზაცია ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით?
აქტივობა 3. ( 20 წუთი ) მოსწავლეებს წყვილში გავაცნობ „ სახელოსნოში „ მოცემულ ინსტრუქციას და ვთხოვ გაუზიარონ ერთმანეთს მოსაზრებები, საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრონ  ნამუშევრის თემატიკა, მასალა და ტექნიკა, გამომსახველობითი  ხერხები  და დახატონ ვულკანის ამოფრქვევის სცენა, შეეცადონ „გააცოცხლონ“ ძველი რომაული ქალაქის არქიტექტურული იერსახე ( მოკირწყლული ქუჩები, ნაგებობის არქიტექტურული დეტალები)  წყვილში  შექმნან  მოზაიკის ნიმუშები, რომლისთვისაც გამოიყენებენ პომპეის მოზაიკების  ელემენტებს.
აქტივობა 4 ( 10 წუთი )სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეებს შევთავაზებ გააცნონ ერთმანეთს თავიანთი ნამუშევრები, ისაუბრონ  ჩანაფიქრის მიზანზე, აღნიშნონ გამოყენებული მასალა და ტექნიკა, გამოთქვან საკუთარი მოსაზრება, რამდენად შეძლეს დასახული ამოცანის გადაჭრა. მოსწავლეებს ვთხოვ განსაკუთრებული ურადღება გაამახვილონ გამოყენებულ ვიზუალურ ელემენტეზე ,რაც მათ კონკრეტულ კულტურაზე მიანიშნებს.
რესურსები
სახელმძღვანელო , სასწავლო თვალსაჩინო მასალა , მასწავლებლის მიერ მოძიებული,თაბახის ფურცლები, ნებისმიერი სახატავი მასალა.
შეფასება
ინდივიდუალური, როგორც განმავითარებელი ასევე განმსაზღვრელი

No comments:

Post a Comment